ეკატერინე ტიკარაძე - აჭარაში ინფიცირებულთა რიცხვი გარკვეულწილად დამაიმედებელია, მაგრამ კმაყოფილების საფუძველს ჯერ არ იძლევა
აჭარაში 196 ინფიცირებული არის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამაიმედებელია, მაგრამ ჯერ არ იძლევა იმის საფუძველს, რომ კმაყოფილები ვიყოთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თუმცა, რადგან კონტაქტების მოძიების კუთხით საკმაოდ კარგი დინამიკაა აჭარაში, იმედი გვაქვს, მომდევნო ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში აჭარაში საგრძნობლად კარგი შედეგები გვექნება.
აღსანიშნავია ის კომპონენტი, რომ კვლავ დიდ მნიშვნელობას იძენს – ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე სოციალური დისტანცირება“,- განაცხადა ტიკარაძემ.