ეკატერინე ტიკარაძე - 20 ივნისის აქციაზე დაშავებულ 46 წლის მამაკაცს კარგი დინამიკა აქვს და კლინიკას მალე დატოვებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულ 46 წლის მამაკაცს ძალიან კარგი დინამიკა აქვს და კლინიკას მალე დატოვებს, თუმცა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება.
ტიკარაძის ცნობით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას მხოლოდ ოთხი პაციენტი განაგრძობს, რომელთა მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.
„ხუთი პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფება, რომლებიც ჩვენი და პარტნიორი კლინიკების მხრიდან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან. ამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. რაც შეეხება 46 წლის მამაკაცს, ტყვიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამ საკითხზე პასუხს გამოძიება გაგცემთ”, – აცხადებს ტიკარაძე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კომპენსაციებთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ არის.
„ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული. ალბათ, ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებსაც შევიტანთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.