ეკატერინე მიქაბაძე - უცხოელ ინვესტორებთან პროაქტიული პოლიტიკის გატარება და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება საქართველოს პრიორიტეტია
საქართველოს პრიორიტეტია უცხოელ ინვესტორებთან პროაქტიული პოლიტიკის გატარება, ბიზნესკლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი ინვესტიციების მოზიდვა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომელიც „გლობალ ფაინენსის“ (Global Finance) შეფასებას გამოეხმაურა.
მიქაბაძის თქმით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს აუმჯობესებს, ასევე მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის.
მისი თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა „გლობალ ფაინენსის“ (Global Finance) მიერ საქართველო, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და პოზიტიური ბიზნესკლიმატის მიხედვით, ევროპის ლიდერ ქვეყნად დასახელდა.