ეკატერინე დგებუაძემ სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
კონკურსი ორ თემაზე გაიმართა, „არა ბულინგს“ და „კომიქსები ჯანსაღი ცხოვრების წესზე“. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და სერტიფიკატები გადაეცათ.
კონკურსში 400-მდე სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება „სასკოლო აქტივობის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
„სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ვაცხადებთ კონკურს. წელს თემა იყო ბულინგი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. დაახლოებით 400-მდე სკოლამ მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ 10 სკოლა აღმოჩნდა გამარჯვებული. მოსწავლეები ფულადი ჯილდოთი და ასევე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.