ეკატერინე დგებუაძე - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როდის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში, იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად ამ ინფორმაციას დავაანონსებთ
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როდის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ყოველდღიურად არის სამუშაო პროცესი საკოორდინაციო საბჭოსთან ასევე მედიკოსებთან და ეპიდემიოლოგებთან.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როდის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. ყოველდღიურად არის სამუშაო პროცესი საკოორდინაციო საბჭოსთან ასევე იმ მედიკოსებთან, ეპიდემიოლოგებთან, როლებიც მუშაობენ საკოორდინაციო საბჭოსთან. არის განხილვა იმ გეგმის გარშემო, რა ფორმით და როდის მოხდეს სასწავლო პროცესის სასწავლო ოთახებში დაბრუნება, საუბარი 10 ქალაქზე, რომელიც დისტანციურ ფორმატში იმყოფება. იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად ამ ინფორმაციას დავაანონსებთ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.