ეკატერინბურგში სკვერის დასაცავად ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში სკვერის დასაცავად ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
რუსეთის საპატრიარქო სკვერში ეკლესიის აშენებას გეგმავს, რისთვის ხეების გაჩეხვას აპირებს. 13 მაისის დილას სკვერი ღობით შემოსაზღვრეს, მის გარშემო კი როსგვარდიის თანამშრომლები განათავსეს.
სკვერის დასაცავად მიტინგზე 2000-მდე ადამიანი მივიდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 საათზე მათ ღობე წააქციეს და სკვერის ტერიტორიაზე შევიდნენ.
როგორც ადგილობრივი გამოცემა „ეკატერინბურგ ონლაინი“ წერს, მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმმა თავდაპირველად დაშლისკენ მოუწოდა, მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს.