ეკა ტიკარაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
ეკა ტიკარაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუწყდათ დახმარება სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სოციალურად დაუცველ პირებს განემარტათ, რომ დახმარების ჩარიცხვის შეჩერება დროებით, გადამოწმების მიზნით მოხდა.

„მათთან მოხდა განმარტება, რომ ეს არის ოთხწლიანი ციკლი და საქმის კურსში არიან, იმ შემთხვევაში თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნის დახმარება, ეს განაცდური თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. გეგმიური გადამოწმება აგვისტოს თვეში დაიწყო და ყოველ ოთხ წელიწადში მეორდება. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება“, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.