ეკა ტიკარაძე - მოვიძიეთ არაერთი კონტაქტი, რომელიც ამ ეტაპისთვის ლაბორატორიულ კვლევას გადის და დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შემთხვევების გამოვლენას ველოდებით
ეკა ტიკარაძე - მოვიძიეთ არაერთი კონტაქტი, რომელიც ამ ეტაპისთვის ლაბორატორიულ კვლევას გადის და დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შემთხვევების გამოვლენას ველოდებით

მოვიძიეთ არაერთი კონტაქტი, რომელიც ამ ეტაპისთვის უკვე ლაბორატორიულ კვლევას გადის და დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შემთხვევების გამოვლენას ველოდებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ჩვენი მოქალაქეების მობილიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობა.

„სტატისტიკა მატულობს, დღეს ჩვენ 57 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მოვიძიეთ არაერთი კონტაქტი, რომელიც ამ ეტაპისთვის უკვე ლაბორატორიულ კვლევას გადის და დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შემთხვევების გამოვლენას ველოდებით. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, გაიზარდოს ჩვენი მოქალაქეების მობილიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მოწოდებულია „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ და ჯანდაცვის სამიინსტროს მხრიდან, ვინაიდან მხოლოდ ერთობლივი ჩართულობით არის შესაძლებელი, დავძლიოთ ის გართულებები, რომელიც შეიძლება საქართველოში დადგეს. ამასთან, ჩვენ ვაკვირდებით, როგორია ვირუსის გავრცელება სხვა ქვეყნებში. მჯერა, რომ მოქალაქეები კიდევ ერთხელ გამოიჩენენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და მთავრობასთან ერთად ჩაერთვებიან კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.