ეკატერინე ტიკარაძე - დაწესებულებების ძირითადი ნაწილი თბილისშია განთავსებული, რაც ავტომატურად ზრდის სამედიცინო მიგრაციას დედაქალაქში
ეკატერინე ტიკარაძე - დაწესებულებების ძირითადი ნაწილი თბილისშია განთავსებული, რაც ავტომატურად ზრდის სამედიცინო მიგრაციას დედაქალაქში

ჰოსპიტლების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად არათანაბარია მათი სიმძლავრე,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრი მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს სამედიცინო დაწესებულებების გეორაფიულად არათანაბარ გადანაწილებას.

მისი თქმით, დაწესებულებების ძირითადი ნაწილი თბილისშია განთავსებული, რაც ავტომატურად ზრდის სამედიცინო მიგრაციას დედაქალაქში.

„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამ პრობლემატიკის მოგვარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის მთავარი კრიტერიუმებია დაწესებულებების გამართული ინფრასტრუქტურა, ხარისხის სტანდართან შესაბამისობა, პერსონალის ფარდობითი დეფიციტის დაფარვა და სხვა. რაც შეეხება გადაუდებელ დახმარებას, 2014 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა ძირეული რეფორმები სასწრაფო დახმარების სისტემური და ტექნიკური პირობების გაუმჯობესების მხრივ. 2020 წლის პირველი იანვრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური“, – განაცხადა ტიკარაძემ.