ეკა ტიკარაძე - ბინებით დაკმაყოფილდა იმ ოჯახების ნაწილიც, რომლებიც სამინისტროს შენობის წინ აქციებს მართავდნენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ბინებით დაკმაყოფილდა იმ ოჯახების ნაწილიც, რომლებიც სამინისტროს შენობის წინ აქციებს მართავდნენ.
როგორც ეკა ტიკარაძემ აღნიშნა, სამინისტრო მუშაობს იმ კრიტერიუმებით, რომელიც მიწოდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
„ადამიანები, ვინც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ გავითვალისწინოთ და ის ადამიანებიც მიიღებენ ბინებს. ამ შვიდას ადამიანში, რომლებსაც დღეს გადაეცათ ბინები, ის სამი ადამიანიც არის, რომლებიც საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილ დევნილებთან ჰქონდა შეხვედრები. „მათ მიერ წამოყენებულ პირობებს, ჩვენ ვერ და არ დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები დღეს გადაეცა.