ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს კომიტეტს ბავშვთა შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ ანგარიში წარუდგინა
ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს კომიტეტს ბავშვთა შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ ანგარიში წარუდგინა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

დეპუტატმა მონაწილეებს წარუდგინა ანგარიშის, „ბავშვები შრომის სამყაროში: ბავშვთა მავნე შრომის აღმოფხვრის“ პირველადი ვერსია. ანგარიში ეძღვნება ევროპაში ბავშვთა შრომის პირობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად გაუარესდა ბოლო წლებში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების და „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო.

ანგარიშში წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელთათვის, რათა მოხდეს შესაბამისი პოლიტიკების შემუშავება ვითარების გამოსასწორებლად. ეკა სეფაშვილმა მონაწილეებს შესთავაზა პრობლემის გადაჭრის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები, რომლებიც ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა ფინანსური დახმარების, საერთაშორისო შრომითი რეგულაციების, შრომის ინსპექტირების გაძლიერების და სტრუქტურული ცვლილებების საკითხებს.