ეკა სეფაშვილი - საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ორნიშნა ზრდა განპირობებულია სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოთი, რომლის შექმნა და შენარჩუნება მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ
ეკა სეფაშვილი - საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ორნიშნა ზრდა განპირობებულია სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოთი, რომლის შექმნა და შენარჩუნება მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ

მინდა, განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ეკონომიკის ზრდის ის ორნიშნა მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ნარჩუნდება. პირველ რიგში, ეს მდგრადი ორნიშნა ზრდა განპირობებულია სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოთი, რომლის  შექმნა და შენარჩუნება მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის სწორად დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მიმართულებების შესაბამისად ვითარდება, მიმართულია არა მხოლოდ, ზოგადად, ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.

„ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი და მოვლენა არსებობს. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედის ორიენტირება სოციალურ საჭიროებებზე. კერძოდ, საქართველოს მოსახელობის 95% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ბიუჯეტის ხარჯზე მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ასევე გზების, ინფრასტრუქტურის, ტურისტული ლოკაციების, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ეს არის ყველაფერი, რაც მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას ემსახურება“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატ ეკა სეფაშვილის გამოსვლის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.