ეკა სეფაშვილი - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის მიერ კარგად დაგეგმილი და კარგად წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარეობს, არის მთავრობის მიერ კარგად დაგეგმილი და კარგად წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც გამოიწვია სტაბილურმა განვითარებამ მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ეს ეკონომიკური ზრდა არ არის მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული ზრდა, ეს არის ეკონომიკის ძალიან ბევრ სექტორში მიმდინარე ზრდა, ეს არის მომსახურების სფერო, სატრანზიტო გადაზიდვები, ექსპორტის დარგების განვითარება, სამშენებლო სექტორი და ა.შ
„ეს ზრდა მულტი მიმართულებებით ხასიათდება და ეკონომიკის ყველა სექტორს მეტ-ნაკლებად ეხება. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ზრდა გაიზრდება. მსოფლიო ბანკი მომდევნო წლებში დაახლოებით 4,5-პროცენტიან ზრდას ვარაუდობს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ, მსოფლიო ბანკის გასული წლების პროგნოზთან შედარებით, საქართველომ 4-6 პუნქტით უფრო მაღალი ზრდა აჩვენა. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც 2023 წელს იმაზე უფრო მეტი ზრდა დაფიქსირდება, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკის პროგნოზით არის შეფასებული. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ „ფიჩის“ რეიტინგის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რეიტინგმა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გადაინაცვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას აფასებენ, როგორც სტაბილურს და მომავალშიც ასევე სტაბილური განვითარების იმედი აქვთ, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების სწორ მიმართულებაზე მიუთითებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.