ეკა სეფაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი თუ მიდის რუსეთში, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად მიდის
ეკა სეფაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი თუ მიდის რუსეთში, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად მიდის

მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი თუ მიდის რუსეთში, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად მიდის, ინფორმაცია არ მაქვს, სჯობს, მას შეეკითხოთ, რატომ წავიდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ვიზიტი, არამედ კერძო ვიზიტია და კერძო ვიზიტით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წასვლა.

„ადამიანი, რომელიც წავიდა რუსეთში საეკლესიო დღესასწაულის მისალოცად, მიხეილ სააკაშვილის მოძღვარია. ეს კერძო ვიზიტია, საპატრიარქოს ოფიციალური ვიზიტი არ არის. კერძო ადამიანს უფლება აქვს, წავიდეს, სადაც მოესურვება და თუ ახლა მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მიდის რუსეთში, არ გამოვრიცხავ, მიხეილ სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად მიდის მოსკოვში. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. სჯობს, მას შეეკითხოთ, რატომ წავიდა. პოლიტიკურ, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჭრილში ამ ფაქტის შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ეს კერძო ადამიანის კერძო ვიზიტია. მერე რა, რომ სინოდის წევრია. კერძო ვიზიტით წასვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ის რომ ჩადიოდეს ოფიციალურად, საპატრიარქოს სახელით და საპატრიარქოს ვებგვერდზე იყოს ინფორმაცია ამის შესახებ, მაშინ სხვა საკითხია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კითხვაზე, „რა შეიძლება დაებარებინა სააკაშვილს?“ – ეკა სეფაშვილი პასუხობს: „არ ვიცი, ნახევრად ხუმრობით ვთქვი ვარაუდი, რადგან მისი მოძღვარია“.