ეკა სეფაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებები შევათანხმეთ ევროკომისიასთან, ასევე ევროსაბჭოსთან, ცვლილებები ევროკავშირის რეკომენდაციით იყო განპირობებული
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცვლილებები ევროკავშირის რეკომენდაცია იყო და სწორედ ამ დირექტივას მიჰყვა მმართველი გუნდი.
„მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ჩვენ შევათანხმეთ როგორც ევროკომისიასთან, ასევე ევროსაბჭოსთან. ეს ცვლილებები განპირობებული იყო ევროკავშირის რეკომენდაციით, რომელიც ეხებოდა აუდიო-ვიზუალური დირექტივის დანერგვას საქართველოში. ეს არის მიმართული მედიასივრცესა და საზოგადოებაში მედიის მიერ ზიზღის, სიძულვილის, ტერორიზმის მოწოდების აკრძალვისკენ. აქ იგულისხმება, რომ, მტკიცებულებების მექანიზმთან ერთად, აუცილებლად უნდა არსებობდეს რეგულირების მექანიზმი. ეს არის პირდაპირ რეკომენდებული ევროკავშირის მხრიდან, რამაც უნდა დაარეგულიროს პროცესი. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა სეფაშვილმა.