ეკა სეფაშვილი - „ხალხის ძალამ“ კომპრომისული გადაწყვეტილებით ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ
„ხალხის ძალამ“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ კომპრომისული გადაწყვეტილებით ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ მიიღეს.
„ჩვენ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ დავთმეთ, ხოლო იმ ძალებმა, რომლებმაც ეს ყველაფერი მოაწყვეს, აჩვენეს სისუსტე და აჩვენეს, რომ, რევოლუციის გარდა, არავითარი გზა არ შეუძლიათ გამოიყენონ, რათა მათთვის ასე ნანატრი ხელისუფლება და ძალაუფლება დაიბრუნონ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.