ეკა სეფაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია არაფერს ნიშნავს, პირიქით, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების კიდევ მეტ მობილიზაციას, რათა მშვიდობას და განვითარებას დაუჭირონ მხარი
ევროპარლამენტის რეზოლუცია არაფერს ნიშნავს, პირიქით, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების კიდევ მეტ მობილიზაციას, რათა მშვიდობას და განვითარებას დაუჭირონ მხარი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, გარე აქტორების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას, რაც ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის გადაგდების მიზანს ემსახურება.
„ისინი ცდილობენ, საზოგადოება რამენაირად დააშანტაჟონ და დააშინონ, რაც ქართულ საზოგადოებაზე არ მოქმედებს. საზოგადოებამ იცის, რომ არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობისა და სასარგებლოდ უნდა გააკეთოს. ევროპარლამენტის არაერთი მწვავე რეზოლუცია გვახსოვს, რომელიც დეზინფორმაციას ემყარებოდა და მათი რეპუტაციისთვის დიდი სამარცხვინო ლაქა იყო. თუ მსგვას რეზოლუციებს მოეწერა ხელი, მათ ისტორიაში ასევე სამარცხვონო ლაქა იქნება. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით მსოფლიოში 32-ე ადგილი უკავია. ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ნეგატიურ შეფასებებს აკეთებენ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მოსყიდული და გლობალური ომის პარტიის დაკვეთას ასრულებენ. ესენი იმ გარე აქტორების დაკვეთის შემსრულებლები არიან, რომელთათვისაც საქართველოს ინტერესები მნიშვნელოვანი არ არის და გარდაუვლად საქართველოს ომში ჩართვა სურთ. ეს გამოქვეყნებული რეზოლუცია არაფერს ნიშნავს – პირიქით, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების კიდევ მეტ მობილიზაციას, რათა მათ მშვიდობას და განვითარებას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელშიც საქართველოსადმი სხვა მოთხოვნებთან ერთად მოყვანილია: სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“.