ეკა სეფაშვილი - ელენე ხოშტარიას მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული თანხები და მის მიერ საქართველოში პოლიტიკურ სარბიელზე განხორციელებული ანტირუსული ისტერია, უტიფრობაა
ეკა სეფაშვილი - ელენე ხოშტარიას მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული თანხები და მის მიერ საქართველოში პოლიტიკურ სარბიელზე განხორციელებული ანტირუსული ისტერია, უტიფრობაა

ელენე ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები და მის მიერ საქართველოში პოლიტიკურ სარბიელზე განხორციელებული ანტირუსული ისტერია უკვე ორმაგი სტანდარტი კი არა, უტიფრობაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხოშტარიას ქმედებები არის გაუგონარი თავხედობა საქართველოს საზოგადოების წინაშე“.

„თავად ხოშტარია რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, რომელიც დროში საეჭვოდ ემთხვევა მის პოლიტიკურ აქტივობებს და, მეორე მხრივ, გვაქვს მისი რუსული ისტერია ყოველგვარი რუსულის წინააღმდეგ, რომელიც იგივეა, რაც ფაშიზმი, რომელიც, საბედნიეროდ, ევროპამ თავის დროზე დაამარცხა. თუმცა, მას ჩვენთან, საქართველოში სურს ფაშიზმის ახალი სახეობა დაამკვიდროს, რაც გულისხმობს ასეთ უტიფრობას და ასეთ გააფთრებულ წინააღმდეგობას, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა სეფაშვილმა.