ეკა სეფაშვილი - ჩინეთი და საქართველო ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს არის საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა
ეკა სეფაშვილი - ჩინეთი და საქართველო ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს არის საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა

ჩინეთი და საქართველო ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს არის საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრას.

„ფაქტობრივად, ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრე ვხვდებით. ჩინეთი და საქართველო ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს არის საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. საქართველო ხდება ერთ-ერთი გეოპოლიტიკური მოთამაშე სწორედ იმ სტრატეგიული პარტნიორობის წყალობით, რომელიც მოიაზრებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობას განსაკუთრებული ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის კავშირების განვითარების საშუალებით.

საქართველოს განვითარება როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ჰაბის – იქნება ეს სატრანზიტო, ციფრული, ტექნოლოგიური, ლოგისტიკური თუ სხვა ტიპის სატრანზიტო ფუნქციის შესრულების წყალობით – საქართველოს მნიშვნელობას გაზრდის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბითაც. ეს უზრუნველყოფს, რომ საქართველოსა და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება ხდება გლობალური გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინტერესის საგანი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.