ეკა გიგაური - ყვავილები მოვიტანეთ, რათა დავურიგოთ თავისუფლების მარშში მონაწილეებს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ პოზიტიური ადამიანები
ყვავილები მოვიტანეთ, რათა დავურიგოთ თავისუფლების მარშში მონაწილეებს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ პოზიტიური ადამიანები, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.
გიგაურის თქმით, მარში ტარდება, რათა პატივი მიაგონ იმ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
„ეს ყვავილები მოვიტანეთ, რათა თავისუფლების მარშში მონაწილეებს დავურიგოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ პოზიტიური, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ჩვენ ვატარებთ ამ მარშს, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე დადეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ ეს ბრძოლა არ არის დასრულებული. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის რთული, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით თავისუფლების მარში იმართება. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.