ეკა გიგაური აცხადებს, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებისთვის ჯარიმების გადახდას და მათ ყველანაირად დახმარებას შეეცდებიან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ შეეცდებიან, საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს ყველანაირად დაეხმარონ.
„მთავარი არხის“ ეთერში, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – „ჯარიმების დაკისრების შემთხვევაში, იქნება თუ არა დახმარება?“ – გიგაურმა უპასუხა: „ჯერ სასამართლო პროცესები და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, შევეცდებით, ყველანაირად დავეხმაროთ, ნამდვილად ასეა“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ეკა გიგაურის თქმით, ხალხი არ უნდა დაიღალოს და მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე ბევრნი იყვნენ, თავიანთი ხმა გააგონონ ხელისუფლებას.
„მიმართავენ რუსულ მეთოდებს, არ გვეუბნებიან, სად არიან დაკავებულები, მაგრამ მაინც ვიპოვით, ეგეთები გვიპოვია? 14 ადამიანია დაკავებული, ბოლო მონაცემებით, რაც მითხრეს, და ყველას ვიპოვით, ეს არ არის პრობლემა“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.