საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ შსს-ს კამპანია „არაჩადებას“ მისასალმებელია.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, შსს-ს ამ ძალიან გააზრებულ, საინტერესო გადაწყვეტილებას აქვს კონკრეტული შინაარსი და კონკრეტული გზავნილი, რომ ყველა ორგანომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არ მოხდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
“ეს არის შსს-ს მიზანი და ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ სამინისტრო არის გარანტი დანაშაულთან ბრძოლის და ის არ დაუშვებს არანაირ მსგავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ამიტომ მეც მივესალმები ამ კამპანიას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას – „არაჩადებას“ შეურთდა.