ეკა ბესელია - როდესაც 9 აპრილს იხსენებ, იქვე იმის თქმა, წარსული არ გაიხსენოთ და უკან ნუ მოვიხედავთ, ერთმანეთთან კონფლიქტშია
ეკა ბესელია - როდესაც 9 აპრილს იხსენებ, იქვე იმის თქმა, წარსული არ გაიხსენოთ და უკან ნუ მოვიხედავთ, ერთმანეთთან კონფლიქტშია

წინ უნდა ვიაროთ, მაგრამ წარსულს სახელი სწორად უნდა დავარქვათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წერილზე კომენტირებისას განაცხადა.

„9 აპრილი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა, ერის ერთიანობის, სახელმწიფო მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოა. როცა ამ დღესა და წარსულს იხსენებ, იქვე იმის თქმა, რომ წარსული არ გაიხსენოთ და უკან ნუ მოვიხედავთ, ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის. მგონია, რომ წინ უნდა ვიაროთ, მაგრამ ბმა აწმყოს, წარსულსა და მომავალს შორის მარადიულია. ვისაც წარსულში გახედვა არ უნდა, რადგან ბევრი სიმძიმეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვინმეს დაავიწყდება. წინ უნდა ვიაროთ, მაგრამ წარსულს სახელი სწორად უნდა დავარქვათ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.