ეკა ბესელია - რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელოვნურად იყო გამოყოფილი ძირ ოჯახს, საკუთარ ოჯახში, მშობლიურ გარემოში ბრუნდება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მეორე ტურში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას გამოეხმაურა.
„რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელოვნურად იყო გამოყოფილი ძირ ოჯახს, საკუთარ ოჯახში, მშობლიურ გარემოში ბრუნდება. მათ შანსებს მეორე ტურში ვნახავთ, რადგან სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ბესელიამ.