ეკა ბესელია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ დაუკარგა ის მნიშვნელოვანი მანდატი, რისთვის შეიქმნა
ეკა ბესელია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ დაუკარგა ის მნიშვნელოვანი მანდატი, რისთვის შეიქმნა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ დაუკარგა ის მნიშვნელოვანი მანდატი, რისთვის შეიქმნა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დღევანდელი სხდომა იყო პიკი ყველა იმ უკანონობისა და უსაქციელობისა, რასაც ადგილი აქვს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან.

„ევროპული საქართველოს“ წევრებს არ აინტერესებთ, რა ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს კომისიას მოწვეულმა პირებმა. ვხედავდით, როგორ ირღვეოდა პროცედურა და კანონის მოთხოვნები, თუმცა ამის მიუხედავად,დავიცავით ჩვენი მხრიდან წესი. რაც ხდება ელენე ხოშტარიას, ან სხვათა მხრიდან არის აბსოლუტურად შეუფერებელი, უღირსი საქციელი დეპუტატის მხრიდან, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს, გადადის პერსონალურ შეურაცხყოფაზე. მგონია, რომ ამ ადამიანებს გაცნობიერებული არა აქვთ, უფლებამოსილებები. ესენი არიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, კანონისადმი უპატივცემულოდ განწყობილი ადამიანები და ამ კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ მართლაც დაუკარგა ის მნიშვნელოვანი, მანდატი რისთვისაც შეიქმნა”, – განაცხადა ეკა ბესელია.