ეკა ბესელია - ხმა, რაც ახლა ისმის ცალკეული ბიზნესორგანიზაციების მხრიდან, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს
ხმა, რაც ახლა ისმის ცალკეული ბიზნესორგანიზაციების მხრიდან, არ მგონია, რომ ყურადღების მიღმა უნდა დავტოვოთ, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, არ შეიძლება საკითხი გააუბრალოო და საზოგადოებას დაანახო, რომ შენთვის სულ ერთია, ვინ და რაზე წუხს.
„სამდურავებია, არამარტო „თიბისის“ საქმეზე, არამედ გამოჩნდა სხვა ეპიზოდებიც. ეს არის სიგნალები, რომლებსაც დაფიქრება სჭირდება და ხელისუფლება, რომელიც ასეთ თემებზე დუმს, კარგ გზას არ დაადგება. არ მინდა, პარალელების გავლება და შედარება ავბედით წარსულთან, როცა ბიზნესი იყო სრული რეკეტის ქვეშ, მაგრამ ასე იწყებოდა, როცა ცალკეულ შემთხვევებზე მაკონტროლებელი ორგანოების რეაგირება არ ხდებოდა. პარლამენტი მხარე არ უნდა გახდეს. არც ერთი მხარის პოზიციას, როგორც უტყუარს, არ ვღებულობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა იყოს არა, როგორც მხარე, არამედ, როგორც მაკონტროლებელი ორგანო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.