ეკა ბესელია - ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო ის მორალური ზღვარი, რომელიც გაავლო მთავარმა პროკურორმა თანამდებობასა და ხალხს შორის
ეკა ბესელია - ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო ის მორალური ზღვარი, რომელიც გაავლო მთავარმა პროკურორმა თანამდებობასა და ხალხს შორის

ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო ის მორალური ზღვარი, რომელიც გაავლო მთავარმა პროკურორმა თანამდებობასა და იმ არჩევანს შორის, რომლითაც ხელისუფლება არასოდეს ხალხს არ უნდა დაშორდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, პარლამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც არასრულწლოვანების მონაწილეობით არის ჩადენილი.

„სამწუხაროა, რომ ეს ტრაგედია, რომელიც საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სულის შემძვრელია, ხდება იმ პოლიტიკოსებისთვის იარაღი და სცენარის ნაწილი, რომელიც ზუსტად საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ვგულისხმობ. მთავარი პროკურორის გადადგომა იყო ის მორალური ზღვარი, რომელიც გაავლო მთავარმა პროკურორმა თანამდებობასა და იმ არჩევანს შორის, რომლითაც ხელისუფლება არასოდეს ხალხს არ უნდა დაშორდეს. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ადამიანების არ ესმის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც დგას მოქალაქეებთან ერთად და ჩვენი მიზანია ერთად მივიდეთ საბოლოო ჭეშმარიტებამდე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.