ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს - ვის დაატოვებინებ დარბაზს, მანდ არ ამომიყვანო, აბა, გაბედე, ბიჭო
ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს - ვის დაატოვებინებ დარბაზს, მანდ არ ამომიყვანო, აბა, გაბედე, ბიჭო

საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით მათიკაშვილსაც დაუპირპისრდა.

ვანო ზარდიაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ,  ეკა ბესელიას მათიკაშვილმა თავის შეკავება ურჩია და მანდატურის სამსახურს მიმართა, რომ ბესელია დარბაზიდან გაეყვანათ.

„ეკა ბესელიას დაატოვებინეთ დარბაზი. ყველა ღირსეული ქცევით უნდა იყოს გამორჩეული და არა ისეთი ქცევით, როგორც თქვენ იქცევით. დაატოვებინეთ სასწრაფოდ წესის დამრღვევს. ღირსეულად და თავშეკავებულად, მთელი საზოგადოება გიყურებთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ვის დაატოვებინებ დარბაზს, მანდ არ ამომიყვანო. ნაძირალა, ვის უბედავ? ვის დაატოვებინებ? გაბედე, აბა ბიჭო, თქვე არაკაცებო“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი გედევან ფოფხაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან ვანო ზარდიშვილს უთხრა, რომ მისი პოზიცია და მორალი უკვე გარკვეულია. რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა გედევან ფოფხაძე მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ“.

სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება.