ეკა ბესელია - ცესკო-ს თავმჯდომარეობის არც ერთი კანდიდატი არ მეგულება, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება
ცესკო-ს თავმჯდომარეობის არც ერთი კანდიდატი არ მეგულება, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, კანდიდატებზე დეტალურად საუბარი შესაძლებელი იქნება პროცედურების დასრულებისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ.
„ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მიზნით პროცედურების დასრულებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაველოდოთ, რომლის შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო მკაფიო საუბარი კანდიდატებზე. არც ერთი კანდიდატი არ მეგულება, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება ყველას მხრიდან. კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს. დასახელებულ კანდიდატებს კვალიფიკაცია და გამოცდილება ყველას აქვს. საინტერესო კანდიდატები არიან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს კანდიდატურებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს გუშინ შეხვდა. შეხვედრაზე დასახელდა ოთხი კანდიდატურა, რომელთა შორისაც არის ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია.