ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, რადგან მის გარეშე „ოცნება“ აღარაფერი რჩება
ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, რადგან მის გარეშე „ოცნება“ აღარაფერი რჩება

ბიძინა ივანიშვილი ისედაც ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, რადგან მის გარეშე „ქართული ოცნება“ აღარაფერი რჩება, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომლითაც უპასუხა მედიის კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.

ბესელია მიიჩნევს, რომ თუ ივანიშვილი საჯარო შეხვედრების დროს არ გამოჩნდება, „ქართული ოცნება“ მის გარეშე არაფერია.

„ამომრჩეველი იდენტიფიცირებას ავტომატურად მასთან აკეთებს. სიაში რომ ჩაეწეროს ისეთი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელზეც თავად არ სჯერა, რომ უმრავლესობით მოიგებს, ვერ გეტყვით, რა ლოგიკა იქნება.

ბილბორდებზე კობახიძე, კილაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი ვერ გაეკვრებიან, ერთადერთი რესურსი, რაც „ქართულ ოცნებას“ დარჩა, ბიძინა ივანიშვილია. თუ ის არ გამოჩნდება, მაშინ „ქართული ოცნება“ ვინ და რა არის? – არავინ დარჩა. 2012 წლიდან რამდენიმე ადამიანი დარჩა და თუ მათ გამოაკლებ, „ქართული ოცნება“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალი. თუ საჯარო შეხვედრებისას ივანიშვილი არ გამოჩნდა, წინასაარჩევნო კამპანიას ვინ ჩაატარებს?“, – აღნიშნა ბესელიამ.