ეკა ბესელია - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" შესაცვლელია, რადგან მასში არსებული ბევრი მუხლი მოძველებულია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მოსაზრებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაცვლელია, რადგან მასში არსებული ბევრი მუხლი მოძველებულია და მუშაობა ახალ პროექტზე უნდა დაიწყოს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კოდექსში ეტაპობრივად ბევრი ცვლილება შედის და არ მოსწონს, რომ ეს ყველაფერი ფრაგმენტულად ხდება.
„მიზნად დავისახეთ, რომ ახალი კოდექსი დაიწეროს. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, პირველადი სამუშაო ვერსია არსებობს და მგონია, რომ ამ თვალსაზრისით არჩევნების შემდეგ მუშაობა უნდა გავააქტიუროთ“, – განაცხადა ბესელიამ.