ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ქართული ქარტიის“ შემუშავების პროცესში თავადაც იყო ჩართული
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ქართული ქარტიის“ შემუშავების პროცესში თავადაც იყო ჩართული.
როგორ ბესელიამ განაცხადა, „ეს არის ევროკავშირის ცხრაპუნქტიანი გეგმის კვალდაკვალ შედგენილი დოკუმენტი“.
„ეს ქარტია არის მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ხალხის მანდატი უნდა მიიღოს და პარლამენტში მოხვედრის შემდგომ დაიწყოს ამ გეგმის შესრულება. ასე რომ, ვისაც სჭირდება ამ გეგმით სვლა და ვინც ხედავს, რომ ეს არის გზა, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი უდგას პროდასავლური, ევროპული იდეის ძალიან მკაფიო გზავნილებით, ეს არის ევროკავშირის ცხრაპუნქტიანი გეგმის კვალდაკვალ შედგენილი დოკუმენტი. ცოტა გამიჭირდება გავიგო, რატომ არ მოაწერს ვინმე ამაზე ხელს.
მართლმსაჯულების რეფორმის ნაწილი და სამართალდამცავი ორგანოები, დამოუკიდებელი საგამოძიებო და ა.შ. აი, ეს ნაწილი, რაც არის, კი, ამაში ვიყავი ჩართული. ქარტიაში ასევე ბევრი იმ ორგანიზაციისა და პროფესიონალის მოსაზრებაა ასახული, რომელთაც უმუშავიათ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების საკითხებზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.