ეკა ადამია - როდესაც ქვეყანაში ვერ ხერხდება ცალკეული კონტაქტების დადგენა, ძალიან სახიფათოა ხალხმრავალი თავყრილობები, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში
როდესაც ქვეყანაში მეორეული და მესამეული გადაცემაა და ვერ ხერხდება ცალკეული კონტაქტების დადგენა, ძალიან სახიფათოა ხალხმრავალი თავყრილობები, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ ვირუსი გავრცელდეს ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყანაში არის მეორეული და მესამეული გადაცემა და პრაქტიკულად, ვერ ხერხდება ცალკეული კონტაქტის დადგენა და მიდევნება, ასეთ დროს, ძალიან სახიფათოა, როგორც დახურულ სივრცეში, ასევე ღია სივრცეში ასეთი ხალხმრავალი თავყრილობები. როდესაც არ არის არანაირი წესი დაცული და ძალიან ახლო მანძილზე, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანის შეკრება ხდება, ასეთ დროს, რა თქმა უნდა ხიფათი არსებობს, რომ ვირუსი გავრცელდეს და გვქონდეს მზარდი რიცხვი ინფიცირებული პირების“, – განაცხადა ადამიამ.