„ეიბისი ნიუსმა“ ჯორჯიის შტატში ხმის დათვლის პროცესზე რეპორტაჟის დროს საქართველოს საარჩევნო უბანი აჩვენა [ვიდეო]
ამერიკული ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსის“ (ABC News) ეთერში ჯორჯიის შტატში ხმის დათვლის პროცესზე საუბრისას საქართველოს საარჩევნო უბანი აჩვენეს.
კერძოდ, ეთერში აჩვენეს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბანთან რიგში მდგარი ამომრჩევლები.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯიის შტატი ერთ-ერთი გადამწყვეტია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესში. ჯორჯიაში, წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინიმალური სხვაობით უსწრებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენს.