„ეიბისი ნიუსი“ - პენსილვანიის შტატში საზღვარგარეთ მცხოვრები ამერიკელების ოთხი ათასზე მეტი ხმა გასაჩივრდა
პენსილვანიის შტატში საზღვარგარეთ მცხოვრები ამერიკელების ოთხი ათასზე მეტი ხმა გასაჩივრდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, 14 საარჩევნო ოლქში გასაჩივრებული საქმეები ეხება ორ ცალკეულ ჯგუფს: ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა, გაგზავნეს თავიანთი ფოსტა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შეცვლის გარეშე და არასამხედრო ამერიკელ ამომრჩევლებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ.
ნებისმიერი ბიულეტენი იმ ამომრჩევლებისგან, რომელთა განაცხადები გასაჩივრებული იყო, უნდა იყოს დაყადაღებული, ვიდრე საოლქო საარჩევნო საბჭოს წარმომადგენლები არ გამართავენ მოსმენას პრეტენზიების განსახილველად. ეს უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 8 ნოემბრისა. ვინაიდან პენსილვანია საკვანძო შტატია, ეს 4 300 ბიულეტენი, შეიძლება, იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს აქ და მიიღებს 19 ხმას საარჩევნო კოლეგიაში. ბოლომდე გაურკვეველია, ვინ წარადგინა თითოეული საჩივარი, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ჩესტერის ოლქში საჩივარი შეიტანა ტრამპის მხარდამჭერმა. ამასთან, იორკის ოლქში 354-ვე საჩივარი უკვე უარყოფილია.