ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი ხმების 82 პროცენტით იმარჯვებს
ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი ხმების 82 პროცენტით იმარჯვებს

ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი ხმების 82 პროცენტით იმარჯვებს. ყაზახური მედიის ინფორმაციით, „ღია საზოგადოება – რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთის მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩევლების 82,45 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ამომრჩეველთა აქტივობა 68 პროცენტი იყო.

წინასწარი ოფიციალური შედეგები, სავარაუდოდ, 22 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.

ყაზახეთში 10 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 68 საარჩევნო უბანი კი – 53 ქვეყანაში.

ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო შვიდი წლით დაიკავებს.