ეგზიტპოლის თანახმად, ვლადიმირ ზელენსკის ყველაზე მეტად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში დაუჭირეს მხარი
ეგზიტპოლის თანახმად, ვლადიმირ ზელენსკის ყველაზე მეტად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში დაუჭირეს მხარი

ეგზიტპოლის თანახმად, ვლადიმირ ზელენსკის ყველაზე მეტად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში დაუჭირეს მხარი.

ეროვნული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომელიც პირველ ადგილზეა, უკრაინის სამხრეთ რეგიონებში ხმების 42 პროცენტი, აღმოსავლეთში კი 30.7 პროცენტი აიღო.

რაც შეეხება უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ყველაზე მეტი ხმა ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში აქვს – 26 პროცენტი, ცენტრში კი 19.5 პროცენტი.

იულია ტიმოშენკოს, რომელიც ეგზიტპოლით მესამე ადგილზეა, ყველაზე მეტად უკრაინის დასავლეთში უჭერენ მხარს – 17.8 პროცენტი, ცენტრში კი 17.5-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

„ეროვნული ეგზიტპოლი 2019“ დემოკრატიული ინიციატივების ფონდმა, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა და უკრაინის ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევის ცენტრმა ჩაატარეს.