ეგზიტპოლის შედეგებით, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „პროგრესული სლოვაკეთი“ ლიდერობს
ეგზიტპოლის შედეგებით, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „პროგრესული სლოვაკეთი“ ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთი“ 23,5 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე 21,9 პროცენტით არის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიკოს პარტია „სლოვაკი სოციალ-დემოკრატები“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სააგენტო Focus-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი 20 000 ამომრჩევლის გამოკითხვაზეა დაფუძნებული.

მანამდე საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყებოდა, რომ რობერტ ფიკოს სურს, უნგრეთის მსგავსად, მეზობელ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს, რაც შესაძლოა, მისი გამარჯვების შემთხვევაში განხორციელებულიყო.

„პროგრესული სლოვაკეთის“ გამარჯვების შემთხვევაში კი, სააგენტოს ცნობით, მთავრობა შეინარჩუნებს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისადმი.