ეგზიტპოლის შედეგებით, ისრაელის პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს
ისრაელის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით გამოკვეთილი ლიდერი არ დასახელებულა. ეგზიტპოლის შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ქნესეთში 33-დან 36 მანდატამდე იღებს, ცენტრისტულ ბლოკ „კახონ-ლავანს“ კი, 36 ან 37 ადგილი ერგება.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დასრულდა. არჩევნების ოფიციალური შედეგები 10 აპრილს, დილის საათებში გახდება ცნობილი.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გამარჯვებულს კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის მოგროვებას ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს.
120-მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისთვის მინიმუმ 61 მანდატის მოპოვებაა საჭირო.