ეგზიტპოლების მონაცემებით, ბრანდენბურგის სამხარეო პარლამენტის არჩევნებში მცირე უპირატესობით გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს
ეგზიტპოლების მონაცემებით, ბრანდენბურგის სამხარეო პარლამენტის არჩევნებში მცირე უპირატესობით გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, მათ მოიპოვეს ხმების 31-32%.
მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ხმების დაახლოებით 29-30% მიიღო. მესამე ადგილისთვის იბრძვიან „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“, რომელიც 12% აგროვებს და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი 11.5-12%-ით.