ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთში მუნიციპალურ არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს
ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთში მუნიციპალურ არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. წინასწარი შედეგებით, „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 32,3 %-ი მიიღო, რაც იაროსლავ კაჩინსკის პარტიისთვის რეკორდია.
მმართველმა პარტიამ 16 რაიონიდან 9-ში გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა „სამოქალაქო ოპოზიცია“ 24,7%-ით.
„თუ გამოკითხვის შედეგები დადასტურდება, მაშინ ეს იქნება საუკეთესო შედეგი თანამედროვე ისტორიაში. თუმცა დაველოდოთ”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
თუმცა ამავე დროს ეგზიტპოლების შედეგები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია, ვარშავასა და სხვა დიდ ქალაქებში დამარცხდა.
პოლონეთის დედაქალაქში არჩევნებში ოპოზიციური პარტია “სამოქალაქო კოალიციის” წევრმა გაიმარჯვა.
კრაკოვსა და გდანსკში გაიმართება მეორე ტური. ორივე ქალაქში დამოუკიდებელი კანდიდატი ლიდერობს. ეგზიტპოლის მიხედვით, ოპოზიციონერი მერი აირჩიეს ლუბლინში, პოზნანსა და კატოვიცეში.
პოლონეთში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში აქტივობამ 51,3%-ი შეადგინა.