ეგზიტპოლების მიხედვით, ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს, ნარენდრა მოდის პრემიერ-მინისტრის პოსტის მესამე ვადით დაკავების შესაძლებლობა აქვს
ინდოეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის თანამდებობის მესამე ვადით დაკავების შესაძლებლობა აქვს.
ამის შესახებ „ბიბისი“, რამდენიმე ადგილობრივი სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომლებმაც ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემით, არჩევნებში ნარენდრა მოდის ნაციონალისტური „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს.
ინდოეთის პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებისთვის 272 მანდატის მოპოვებაა საჭირო. ეგზიტპოლების მიხედვით, ინდოეთის მმართველი პარტია და მისი პარტნიორი პარტიები ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში 367 დეპუტატს შეიყვანენ.
ინდოეთის მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური პარტიების ალიანსია, რომელსაც კონგრესის პარტია და მისი ლიდერი, რაჰულ განდი უდგას სათავეში. ეგზიტპოლების მიხედვით, ისინი პარლამენტში 143 მანდატს მიიღებენ.
ინდოეთში არჩევნები 7 ეტაპად გაიმართა და ექვსი კვირა გრძელდებოდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 900 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა.
არჩევნების ოფიციალური შედეგები 4 ივნისს გახდება ცნობილი.