ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს მოუწოდებენ, დაიცვას გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ღაზაში ომის დასრულების გეგმის შესახებ
ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს ისრაელს, დაიცვას გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ღაზაში ომის დასრულების გეგმის შესახებ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
იორდანიაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ განაცხადა, რომ თუ ისრაელი უარს იტყვის გაერო-ს რეზოლუციის დაცვაზე, საერთაშორისო სამართლის სანდოობა საფრთხეში აღმოჩნდება.
„ვიდრე ისრაელი გააგრძელებს აგრესიას, ის უფრო და უფრო გარიყული სახელმწიფო გახდება“, – აღნიშნა საფადიმ.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ შუკრიმ განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სავალდებულოა და მას ყველამ პატივი უნდა სცეს.
შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინადადებას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას მიესალმა როგორც „ჰამასი“, ასევე პალესტინის ხელისუფლება, პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი.