ეგვიპტის სასამართლომ ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ 21 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
ეგვიპტის სასამართლომ ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ 21 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მათგან 16-ს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს.
ისინი ეგვიპტის სახელმწიფო და კერძო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დაგეგმვაში ცნეს დამნაშავედ. ამას გარდა, მათ ბრალად ედებოდათ ექსტრამისტული დაჯგუფების წევრობა.
ამას გარდა, ამავე საქმის ფარგლებში ოთხ ადამიანს კაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, კიდევ სამ პირს კი 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებულებს განაჩენის გასაჩივრების 60-დღიანი ვადა აქვთ. ეჭვმიტანილები 2015 წელს დააკავეს.