ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში აბდელ ფატა ალ სისი ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, მან სულ მცირე, ხმების 96%, – 21 მილიონი ხმა მიიღო. მისი ერთადერთი კონკურენტი პოლიტიკოსი მუსა მუსტაფა მუსაა, რომელიც წლების განმავლობაში ალ სისის მხარდამჭერი იყო.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ალ სისიმ 4-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველა პოტენციური კონკურენტი დააპატიმრა ან მათი დისკრედიტაცია მოახდინა.
ეგვიპტის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებდა, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. საპრეზიდენტო არჩევნებში 40%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით დაბალია.
არჩევნების საბოლოო შედეგები ორშაბათს გახდება ცნობილი.
არჩევნები 26-28 მარტს გაიმართა.