ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზაში ომის დასრულების პოლიტიკური სურვილი ისრაელს არ აქვს
ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეუიარაღებელი პალესტინელების განზრახ მკვლელობა აჩვენებს, რომ ისრაელს არ აქვს პოლიტიკური სურვილი ღაზაში ომის დასასრულებლად.
ეს განცხადება ეგვიპტეში მას შემდეგ გააკეთეს, რაც ისრაელმა ღაზაში მდებარე სკოლაზე იერიში მიიტანა.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.