ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამწუხაროდ, ისრაელის სამხედრო დანაშაულთა მძიმე დარღვევებს ზოგიერთი ნამდვილ სახელს არ უწოდებს
სამწუხაროდ, ისრაელის სამხედრო დანაშაულთა მძიმე დარღვევებს ზოგიერთი ნამდვილ სახელს არ უწოდებს, – ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ შუქრიმ ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
ეგვიპტის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ისრაელის პოლიტიკა, რომელიც აფერხებს ღაზაში დახმარების შესვლას, მიზნად ისახავს, აიძულოს პალესტინელები, დატოვონ ანკლავი.
„ეგვიპტე ყველა ღონეს ხმარობს, რათა დახმარება ღაზის სექტორში „რაფაჰის“ საკონტროლო პუნქტით შეიტანოს, მაგრამ ისრაელის პოლიტიკა, რომელიც აფერხებს ღაზაში დახმარების შესვლას, მიზნად ისახავს, აიძულოს პალესტინელები, დატოვონ ანკლავი დაბომბვისა და ალყის სიმძიმის ქვეშ“, – განაცხადა სამეჰ შუქრიმ.