ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელი რასაც აკეთებს, თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ყოველგვარ გაგებას სცდება
ის, რასაც ისრაელი აკეთებს, თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ყოველგვარ გაგებას სცდება, – ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ შუკრიმ საფრანგეთში, ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეგვიპტე გმობს პალესტინელთა იძულებით გადაადგილების ნებისმიერ მცდელობას მათივე მიწიდან.
ეგვიპტელი დიპლომატის განცხადებით, კაირო ხაზგასმით აღნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.