ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული უცხოელი ტურისტია. ინციდენტის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საჰაერო ბურთში სულ 20 ადამიანი იმყოფებოდა.
ეგვიპტის ანტიკურ ქალაქში საჰაერო ბურთი 2013 წელსაც ჩამოვარდა. უბედურ შეთხვევას 19 ადამიანი ემსხვერპლა.