ეგვიპტის ქალაქ ბირ ალ-აბედში მდებარე ალ-რავდას მეჩეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტმა პირველი საგანგებო განცხადება გაავრცელა. აბდულ ფატაჰ ალ-სისის თქმით, დანმაშავეები მოქალაქეებზე თავდასხმის გამო სასტიკად დაისჯებიან.
ეგვიპტის პრეზიდენტმა მანამდე საგანგებო სხდომა მოიწვია.
პარასკევის ლოცვის დროს ალ-რავდას მეჩეთში შეიარაღებული პირები შევარდნენ. მასობრივ ხოცვას, რომელსაც ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, 235 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა მოასწრეს.
განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.